• 01-08-2023
    ცნობილია: როდის გაივლის რასმუს ჰოილუნდი სამედიცინო შემოწმებას "მანჩესტერში"
    ცნობილია: როდის გაივლის რასმუს ჰოილუნდი სამედიცინო შემოწმებას "მანჩესტერში"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რიგით მესამე ტრანსფერი შეათანხმა და რასმუს ჰოილუნდი დაიმატა.

    დანიელი ფორვარდის "ატალანტადან" ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაჯდა, დამატებითი 10 მილიონი კი ბონუსებზე არის დამოკიდებული.

    The Athletic-ის ინფორმაციით, ჰოილუნდი მანჩესტერში დღეს გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

    რასმუსი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და კლუბს 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება.

    თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ჰოილუნდი 6 აგვისტოს, "ბილბაოსთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

    Facebook კომენტარები