• 02-08-2023
    ოფიციალურად: ხულიან არაუხო “ლას პალმასის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ხულიან არაუხო “ლას პალმასის” ფეხბურთელია

    21 წლის მექსიკელი ფეხბურთელი, ხულიან არაუხო კარიერას “ლას პალმასში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელის ავრცელებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიბის ზღვის კინძულებზე მდებარე გუნდს კატალონიის “ბარსელონადან” იჯარის წესით შეურთდა.

    მართალია, “ბლაუგრანამ” ახალგაზრდა მოთამაშე იანვარში შეიძინა, თუმცა არაუხოს სათამაშო დრო არ მიეცა.

    სწორედ ამიტომ, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, ჩავი ერნანდესმა გადაწყვიტა, რომ არაუხო უნდა გაენათხოვრებინა.

    ცნობისთვის, “ლას პალმასს” არაუხოს გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

    Facebook კომენტარები