• 12-10-2023
    ანტონიო კონტე "ნაპოლის" არ ჩაიბარებს - მიზეზი ცნობილია
    ანტონიო კონტე "ნაპოლის" არ ჩაიბარებს - მიზეზი ცნობილია

    ბოლო პერიოდში, "ნაპოლისა" და ანტონიო კონტეს ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ.

    ამის საპასუხოდ იტალიელმა სპეციალისტმა სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ამ ეტაპზე ის ოჯახთან ერთად ისვენებს და კლუბის ჩაბარებით დაინტერესებული არ არის.

    მედიაში კი იწერება, რომ მიზეზი სულ სხვა რამაა.

    როგორც ცნობილია, მან აურელიო დე ლაურენტისს  ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

    ასე და ამგვარად, "პარტენოპეის" მწვრთნელთა სიიდან ანტონიო კონტე წაიშალა.


    Facebook კომენტარები