• 13-10-2023
    "ვაპირებ თუ არა რეალიდან ზამთარში წასვლას?" - მოდირჩმა კითხვას პასუხი გასცა
    "ვაპირებ თუ არა რეალიდან ზამთარში წასვლას?" - მოდირჩმა კითხვას პასუხი გასცა
    Author of the article
    Aa

    ლუკა მოდრიჩს სანაკრებო მატჩინ წინ ჟურნალისტმა ჰკითხა:

    "ანჩელოტიმ თქვა, რომ შენ რეალში რჩები და ზამთარში არსად არ მიდიხარ. იქნება ასე?"

    ხორვატმა ამ შეკითხვას პასუხი გასცა:

    "ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურს, ჯერ ზამთრამდე დიდი დროა. აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემს ასაკში ასეთი რაღაცეების უცებ დაგეგმვა შეუძლებელია"

    "უნდა გავყვეთ დროს, შევხედავთ თამაშიდან თამაშამდე და ვნახავთ რას მოიტანს მომავალი", - განაცხადა მოდრიჩმა.

    Facebook კომენტარები