• 29-02-2024
    “გიჟი კი არ ვარ, მათზე უარი რომ ვთქვა” - კალცონა მატჩის შემდეგ
    “გიჟი კი არ ვარ, მათზე უარი რომ ვთქვა” - კალცონა მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს გამოტოვებული, 21-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლო” 1:6 გაანადგურა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

    “ნაპოლის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ შეხვედრის შემდეგ ხვიჩაზე კომენტარი გააკეთა:

    “ვიქტორ საბოლოო ჯამში სასურველ ფორმას დაუბრუნდა. ბრძოლის გადატანა მოუხდა კვარასაც, რომელმაც დღეს აჩვენა, რა შეუძლია. მათ სხვადასხვა სახის დაბრკოლებენი ჰქონდათ, თუმცა არასდროს გვაძლევდნენ დაეჭვების საფუძველს და თავჩახრილები შრომობდნენ. გიჟი არ ვარ, რომ უარი ვთქვა ასეთი დონის მოთამაშეებზე, თუმცა როდესაც ისინი ხარისხს კარგავენ, მიწევს მათი დასვენებულებით შეცვლა, მით უმეტეს, რომ ვინც ცვლილებაზე ვათამაშე, მოლოდინი გამიმართლა.


    ნაპოლის ფეხბურთელებისთვის სეზონი რთული გამოდგა და მათთვის იოლი არ არის, ნეგატივიდან გამოსვლა. უკვე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ვმუშაობთ. ვხედავ პროგრესს, ვარჯიშის ხარისხის ზრდას. მადლობა მათ, რომ ცდილობენ ვითარების გამოსწორებას. ეს შესაძლოა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ კვირას "დიეგო არმანდო მარადონაზე" ძველი მეტოქე იუვენტუსი უნდა მივიღოთ”. - განაცხადა კალცონამ.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები