ცნობილი გახდა, რატომ თქვა მტკიცე უარი ლუის ენრიკემ პსჟ-ში ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე ცნობილი გახდა, რატომ თქვა მტკიცე უარი ლუის ენრიკემ პსჟ-ში ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე » Footballnews ცნობილი გახდა, რატომ თქვა მტკიცე უარი ლუის ენრიკემ პსჟ-ში ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე
გათიშვა

ცნობილი გახდა, რატომ თქვა მტკიცე უარი ლუის ენრიკემ პსჟ-ში ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე

ცნობილი გახდა, რატომ თქვა მტკიცე უარი ლუის ენრიკემ პსჟ-ში ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე
4 დღის და 20 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ, ფრანგული პრესა აქტიურად წერდა, რომ პარიზელები ზაფხულში ვიქტორ ოსიმენსაც შეიძენდნენ და ნეაპოლური დუეტი აღდგებოდა. თუმცა, არსებობს საკმაოდ ობიექტური მოსაზრება, რომ ფრანგები ნიგერიელ ფორვარდს არ გაიფორმებენ და ამის მიზეზი ლუის ენრიკეა.

ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ლუის ენრიკეს ვიქტორ ოსიმენის ცხოვრების სტილი არ მოსწონს. ნიგერიელს ღამის კლუბებში გართობა უყვარს და ხშირად შარშიც ეხვევა ხოლმე.

ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ სამირ ნასრიმაც ისაუბრა:

„ლუის ენრიკემ ოსიმენის შეძენაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვა. მან უკვე დაბლოკა ვიქტორის ტრანსფერი. ამის მიზეზი ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაა, რომელიც ღამის წვეულებებს მოიცავს…“

FACEBOOK კომენტარები