პარიზული კლუბის აშკარა დომინაცია შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლის მიზეზი გახდეს — ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა „L'Équipe“ ავრცელებს.
„პსჟ“-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო 13 სეზონიდან 11-ში პირველი ადგილი დაიკავა. გამონაკლისი მხოლოდ 2017 და 2021 წლები იყო, როდესაც ჩემპიონობა „მონაკომ“ და „ლილმა“ მოიპოვეს. სწორედ ამ მონოტონური წარმატების გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფილიპ დიალო ახალი ფორმატის ინიციატივით გამოდის.
„L'Équipe“-ის ცნობით, დიალოს ინიციატივა გულისხმობს ფორმატის შეცვლას და სეზონის ბოლოს პლეი ოფის შემოღებას. ახალი სისტემის მიხედვით, ჩემპიონატის დასასრულს ოთხი საუკეთესო კლუბი ნახევარფინალებსა და ფინალში ტიტულისთვის იბრძოლებს. საბოლოო გამარჯვებული სწორედ ამ გზით განისაზღვრება.
გარდა ამისა, განიხილება პროფესიონალური ლიგის გაუქმების იდეაც და მისი ფუნქციების საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაზე გადატანა. ამგვარად, შეიძლება შეიქმნას კლუბების ახალი ასოციაცია, რომელიც სხვა პრინციპებით იმუშავებს.
ინიციატივის მიზანია ჩემპიონატში მეტი კონკურენცია და ინტერესი შეიქმნას. თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს ასეთ ცვლილებებს თავად „პსჟ“, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატზე თითქმის დაუმარცხებელია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
