ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის, რაიან შერკის, "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის თემა უფრო აქტუალური ხდება. ფრანგულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლიონი" მზად არის 21 წლის შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევრო მიიღოს.
შერკის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა საფრანგეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონიალზე.
„რა თქმა უნდა, კარგია, როცა შენს სახელს დიდ კლუბებს უკავშირებენ. პსჟ-ში ბევრი ნაცნობი მყავს – უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა ჩემი მეგობრები არიან. როდესაც მოედანზე ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ეს თამაშშიც იგრძნობა“, – აღნიშნა შერკიმ.
ჟურნალისტებმა მას შემდეგ ჰკითხეს, იყო თუ არა ეს კომენტარი პსჟ-ში შესაძლო გადასვლის მინიშნება, რაზეც ფრანგმა ტალანტმა მოკლედ უპასუხა: „არ ვიცი“, თან გაეცინა.
შეგახსენებთ, რომ შერკის პსჟ-ში გადაბირება გასულ წელსაც აქტუალურ თემად იქცა. "ლიონის" პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა იანვარში დაადასტურა, რომ პარიზული კლუბი შერკით ინტერესდებოდა და ეს თავად ფეხბურთელმაც იცოდა, თუმცა საბოლოოდ გუნდი არ შეიცვალა და "ლიონში" დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტორს და პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფს განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვთ, ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ ტრანსფერის განხორციელება ამჯერად გაცილებით რეალურია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
