VIDEO: კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე VIDEO: კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე » Footballnews VIDEO: კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე
გათიშვა

VIDEO: კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე

VIDEO: კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე
1 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე 1/16 ფინალში ბრაზილიამ იაპონია 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონია მძიმე მეტოქე აღმოჩნდა და პენტაკამპეონებს ნამდვილი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. 29-ე წუთზე სანოს გოლით იაპონიამ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ბრაზილიამ ძალები მოიკრიბა და ანგარიში 56-ე წუთზე კაზემიროს თავურით გაათანაბრა, რომელსაც პირველ ტაიმში თამაში საერთოდ არ მისდიოდა და შეიძლება ითქვას, ამ გოლით გამოსწორდა კიდეც.

მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, ბრაზილია გადამწყვეტი გოლის გატანას ვერ ახერხებდა და თითქოს, ექსტრა-ტაიმს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, თუმცა, ბოლოსწინა კომპენსირებულ წუთზე გაბრიელ მარტინელიმ ბრუნო გიმარაეშის საუცხოო პასით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

გთავაზობთ კარლო ანჩელოტის რეაქცია ბოლო წუთზე გატანილ გოლზე.


FACEBOOK კომენტარები