სუპერ თანხა მაგიდაზეა! - არაბეთიდან პსჟ-ს ლიდერს ითხოვენ სუპერ თანხა მაგიდაზეა! - არაბეთიდან პსჟ-ს ლიდერს ითხოვენ » Footballnews სუპერ თანხა მაგიდაზეა! - არაბეთიდან პსჟ-ს ლიდერს ითხოვენ
გათიშვა

სუპერ თანხა მაგიდაზეა! - არაბეთიდან პსჟ-ს ლიდერს ითხოვენ

სუპერ თანხა მაგიდაზეა! - არაბეთიდან პსჟ-ს ლიდერს ითხოვენ
21 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ალ-ჰილალი“ აშრაფ ჰაკიმის დამატებით დაინტერესებულია და საუდის არაბეთის კლუბი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ 120 მილიონი ევროს შეთავაზებას ამზადებს. ინფორმაციას Fichajes ავრცელებს.

საუდელები მზად არიან, იანვარში პარიზელთა პოზიცია სერიოზულად გამოსცადონ და მაროკოელი მცველის შესაძენად რეკორდული თანხა გადაიხადონ. 

ჰაკიმის მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ის ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად რჩება.

თუმცა, არსებული ცნობებით, პსჟ-მ უკვე უარყო 120-მილიონიანი წინადადება და ჰაკიმის გაყიდვაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.


გირჩევთ