"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - თემურ ქეცბაია "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - თემურ ქეცბაია » Footballnews "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - თემურ ქეცბაია
გათიშვა

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - თემურ ქეცბაია

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - თემურ ქეცბაია
25 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა და საკუთარი გუნდის თამაშზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია, თუმცა ფეხბურთელებმა შექმნილი შესაძლებლობების სრულად გამოყენება ვერ მოახერხეს.

„კარგად ითამაშა გუნდმა, თუმცა არის შემთხვევა, როცა ბურთი არ შედის კარებში. დღეს ეს მოხდა“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში „დინამომ“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მოგვიანებით კი გამარჯვების მოპოვების შესანიშნავი შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა ნიკა ნინუამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.


გირჩევთ