UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
რუსმა მებრძოლმა Instagram-ზე ყურანიდან ამონარიდი გაავრცელა, რომელშიც სამართლიანობის დაცვის აუცილებლობაზეა საუბარი, მათ შორის მაშინაც, როდესაც სიმართლე საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგაა.
„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი სიტყვები ყურანშია მოცემული, სადაც ყოვლისშემძლე ალაჰი ამბობს:
ჰოი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, მტკიცედ იდექით სამართლიანობის სადარაჯოზე და იყავით მოწმენი ალაჰის წინაშე, თუნდაც ეს თქვენივე თავის, თქვენი მშობლების ან ნათესავების წინააღმდეგ იყოს.
ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი, ალაჰს ორივეზე მეტი უფლება აქვს. ნუ აჰყვებით საკუთარ სურვილებს, რათა სამართლიან გზას არ გადაუხვიოთ.
ხოლო თუ სიმართლეს დაამახინჯებთ ან მისგან პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ ალაჰისთვის ცნობილია ყველაფერი, რასაც აკეთებთ“, – დაწერა ნურმაგომედოვმა.
აღსანიშნავია, რომ ხაბიბს საკუთარ პოსტში მერაბ დვალიშვილი ან აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არ უხსენებია. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად ვის მიმართ იყო მისი გზავნილი.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილიც ჩაერთო.
ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო მომხდარს სპორტულ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ