გაირკვა! - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე გაირკვა! - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე » Footballnews გაირკვა! - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე
გათიშვა

გაირკვა! - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე

გაირკვა! - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე
1 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდი ბოლო ტურში უკრაინასთან დამარცხდა და ახლა დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ 2 ქულის მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე გავიდა. შედეგად, ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე C ლიგის ოთხი ჯგუფის ერთ-ერთი მეორეადგილოსანი იქნება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ოთხივე შესაძლო მეტოქე ცნობილია:

ბელარუსი

კვიპროსი

ფარერის კუნძულები

ესტონეთი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა პარასკევს, 20 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

რაც შეეხება პლეი-ოფის შეხვედრებს, ისინი 2027 წლის მარტში, ორ მატჩად გაიმართება. დაპირისპირებაში გამარჯვებული მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული C დივიზიონში ითამაშებს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ორმატჩიანი დაპირისპირება ელის.

გირჩევთ