"ციხეში როცა ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა" - მერაბ დვალიშვილი "ციხეში როცა ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა" - მერაბ დვალიშვილი » Footballnews "ციხეში როცა ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა" - მერაბ დვალიშვილი
გათიშვა

"ციხეში როცა ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა" - მერაბ დვალიშვილი

"ციხეში როცა ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა" - მერაბ დვალიშვილი
26 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ილია თოფურიას მხრიდან გამოჩენილ მხარდაჭერაზე საუბრობს.

დვალიშვილმა ამერიკელ ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში საინტერესო დეტალი გაამხილა. მისი თქმით, როდესაც ნურმაგომედოვების გარემოცვასთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული იყო, ილია თოფურია მის ოჯახს დაუკავშირდა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგმავდა.

„როდესაც ციხეში ვიყავი, ილია ჩემს ოჯახს დაუკავშირდა. ის ავიაბილეთის დაჯავშნას ცდილობდა, რათა აქ ჩამოსულიყო“, – განაცხადა დვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თოფურია აბუ-დაბიში განვითარებულ მოვლენებს თავდაპირველადაც გამოეხმაურა. ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გაავრცელა, ნურმაგომედოვების გარემოცვის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და თანამემამულეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი RAF-ისთვის ინტერვიუს იწერდა. უსმან ნურმაგომედოვსა და მის გარემოცვასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, მათ შორის მერაბ დვალიშვილიც.


გირჩევთ