საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მარცხის შემდეგ გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი უკრაინასთან 0:1 მარცხით დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელებმა ექვს შეხვედრაში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს, გოლის გატანაც ვერ მოახერხეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
სვანაძის განცხადებით, ეროვნულ გუნდს ძირეული ცვლილებები სჭირდება, რათა მარტში გასამართ პლეი-ოფს განსხვავებული შემართებით შეხვდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა იყო და ახლა უფრო მეტი იქნება, ეს კრიტიკა უნდა მივიღოთ. როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს, კონკრეტულად ერთ თამაშზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია.
ერთი დიდი ციკლი დასრულდა, ამიტომ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სხვა შემართებითა და მენტალობით.
წარსულის მიღწევები ძალიან კარგია და მადლობა ამისთვის, მაგრამ ფეხბურთი არის დღეს და ხვალ. ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები“, – განაცხადა სვანაძემ.
ქართველმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალში ეროვნული გუნდის წევრობა მხოლოდ სათამაშო შესაძლებლობებზე არ იქნება დამოკიდებული.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, ისეთი შემართებითა და ანთებული თვალებით, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა.
პირველ რიგში, მენტალურ მხარეზე ვისაუბრე. ფეხბურთელები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, მომავალში ნაკრებში აღარ იქნებიან. აქ კონკრეტულ მოთამაშეებზე არ არის საუბარი, ეს ზოგადი მიდგომაა“, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
სვანაძემ გულშემატკივრებსაც მიმართა და პირობა დადო, რომ საქართველოს ნაკრები კრიზისის დაძლევას შეძლებს.
„რამდენიმე დღეა, ბევრგან ვხვდები მოსაზრებას, რომ ისევ ჭაობში დავეშვით. გარწმუნებთ, საქართველოს ნაკრები ჭაობში არ დაეშვება.
მარტში პლეი-ოფი გვექნება, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაძლევს. ფაქტია, A დივიზიონისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ გვაქვს პოტენციალი, რომ B დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ.
ეს ტვირთი ჩემზე მოდის, მე უნდა ვზიდო. გარწმუნებთ, მარტიდან აბსოლუტურად განსხვავებულ ნაკრებს ნახავთ, ისეთს, რომლის ნახვაც ყველას გვინდოდა“, – დასძინა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2027 წლის მარტში ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში იასპარეზებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ