საქართველოს ეროვნული ნაკრების უკრაინასთან მარცხს მეტოქე გუნდის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებსა და სპორტულ გამოცემებში გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურში რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი დანილო სიკანმა პირველივე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება მოუტანა.
მიუხედავად მოპოვებული სამი ქულისა, უკრაინელი გულშემატკივრების ნაწილი საკუთარი ნაკრების თამაშით უკმაყოფილო დარჩა. ქომაგების შეფასებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გაცილებით დამაჯერებელი გამარჯვება იყო მოსალოდნელი.
უკრაინულ საფეხბურთო გამოცემა Dynamomania-ზე გულშემატკივრებმა შემდეგი კომენტარები დატოვეს:
„ძლივს ვუყურე ბოლომდე ამ მოსაწყენ თამაშს. ეს საშინელება იყო და არა ფეხბურთი. ძალიან სუსტად ვითამაშეთ. გოლი უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე კანონზომიერება. სისწრაფე – ნული, იდეები – ნული. რა იყო ეს?“
„როგორც იქნა, ქართველებს მაინც მოვუგეთ“.
„კატასტროფულად დაბალი დონის სამწვრთნელო მუშაობაა. გუნდთან, რომელსაც ერთა ლიგის ექვს მატჩში გოლი არ გაუტანია, ასე საშინლად თამაში ნამდვილად უნდა მოახერხო“.
„ასეთი საშინელი თამაშით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს“.
„საშინელებაა. ქართველებიც კი ისე გვეთამაშებიან, როგორც უნდათ“.
ამრიგად, მიუხედავად საქართველოს ნაკრების დამარცხებისა, უკრაინელი გულშემატკივრების ნაწილს საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებს. მათი შეფასებით, გამარჯვება დადებითი შედეგია, თუმცა ეროვნული ნაკრების სათამაშო დონე კვლავ სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ