ბარსელონა სატრანსფერო რეკორდზე წავა - ცნობილია გუნდის მთავარი მიზანი ბარსელონა სატრანსფერო რეკორდზე წავა - ცნობილია გუნდის მთავარი მიზანი » Footballnews ბარსელონა სატრანსფერო რეკორდზე წავა - ცნობილია გუნდის მთავარი მიზანი
გათიშვა

ბარსელონა სატრანსფერო რეკორდზე წავა - ცნობილია გუნდის მთავარი მიზანი

ბარსელონა სატრანსფერო რეკორდზე წავა - ცნობილია გუნდის მთავარი მიზანი
1 საათის და 8 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ბორნმუთის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ელი ჟუნიორ კრუპი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრანგი ფეხბურთელის დამატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატებად პარი სენ-ჟერმენი და „ბარსელონა“ განიხილებიან.

როგორც The Athletic-ის ცნობილი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იტყობინება, 20 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური კლუბიც იჩენს, თუმცა თავად ფეხბურთელი კარიერის პრემიერ ლიგის ფარგლებს გარეთ გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს.

წყაროს ცნობით, კრუპის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურად პარი სენ-ჟერმენი და „ბარსელონა“ სახელდებიან. ამ ეტაპზე სწორედ ეს ორი მიმართულება მიიჩნევა ფეხბურთელის მომავალი კარიერის რეალურ ვარიანტებად.

აღსანიშნავია, რომ „ბორნმუთი“ ახალგაზრდა ფრანგის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში გაშვებას არ გეგმავს. შესაბამისად, მისი შესაძლო ტრანსფერი უფრო მეტად 2027 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი.

კრუპი ინგლისურ კლუბს 2025 წელს „ლორიენიდან“ შეუერთდა და მასთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.

ამ ეტაპზე არც პარი სენ-ჟერმენსა და არც „ბარსელონას“ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება არ მიუღწევიათ.

გირჩევთ