კატალონიური „ბარსელონა“ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დორტმუნდის „ბორუსიას“ ცენტრალურ მცველს, ნიკო შლოტერბეკს განიხილავს.
როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, კატალონიური გრანდი 26 წლის გერმანელი ფეხბურთელის დამატებით ინტერესდება, თუმცა მისი გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რთული იქნება.
წყაროს ცნობით, შლოტერბეკის მოქმედ კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა, რომელიც 50-დან 60 მილიონ ევრომდე მერყეობს. აღნიშნული პუნქტით სარგებლობა მხოლოდ კონკრეტულ კლუბებს შეუძლიათ, რომელთა შორის „ბარსელონაც“ სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოსასყიდი პუნქტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში არ მოქმედებს, რის გამოც კატალონიელებს გერმანელი მცველის შეძენის უკეთესი შესაძლებლობა ზაფხულში ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ შლოტერბეკმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლის აპრილში გაახანგრძლივა და გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
ამ ეტაპზე „ბარსელონასა“ და „დორტმუნდს“ შორის ოფიციალური შეთანხმება არ არსებობს. შესაბამისად, უცნობია, გადადგამს თუ არა კატალონიური კლუბი კონკრეტულ ნაბიჯებს შლოტერბეკის შესაძენად.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ