• 25-08-2023
    ცნობილია - იქნება თუ არა კვარა "სასუოლოსთან" ძირითადში
    ცნობილია - იქნება თუ არა კვარა "სასუოლოსთან" ძირითადში

    ხვალ, 26 აგვისტოს სერია ა-ს მეორე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

    იტალიური მედია იუწყება, რომ ამ მატჩში "პარტენოპ[ეის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარცხელია დაუბრუნდება.

    მოგეხსენებათ, მან წინა მატჩი "ფროზინონესთან" კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრესა კვარას სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს.

    ასე გამოიყურება "ნაპოლის" სავარაუდო 11-ეული ხვალინდელი მატჩისათვის:

    მერეტი ; დი ლორენცო, ბრაჰმანი, ხუან ჟესუსი, ოლივეირა ; ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

    Facebook კომენტარები