სულაქველიძე: "მარადონას რომ სცოდნოდა, 100 დოლარს მაძლევდნენ, ხომ მომ..."

5-03-2016, 02:33

თენგიზ სულაქველიძე იგონებს იმ ეპიზოდს, როცა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, დიეგო მარადონას წინააღმდეგ ითამაშა. "არგენტინაში მარადონასთან გამამწესეს. ვეთამაშებოდი პერსონალურად. მაგის დაჭერა არ არსებობდა, მხოლოდ ხელს თუ შეუშლიდი. მეც ცოტა უხეშად ვითამაშე. მარადონას არ აყვანა ნაკრებიდან გამოშვებას ნიშნავდა. ჰოდა ვურტყი და რა ვურტყი, ვიომე და ვიჭიდავე მარადონასთან. ტრიბუნიდან კიდე ყვირიან: რუსო, რუსოო… ერთი თქვენი ყველაფერიც, მაინც არ ვარ რუსი, იყვირეთ რამდენიც გინდათ მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. მაგენი ფიქრობდნენ, რას აძლევენ, ნეტა, ამისთანას, მარადონას რო კლავსო. არადა, მარადონას რომ გაეგო, მხოლოდ ას დოლარს მაძლევდნენ, ხომ მომცემდა ერთი ხუთი ათასს მაინც, დამანებე თავიო. "


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით