06-12-2022

[/xfgiven_playerads]
დოლიძის წინსვლა UFC-ს რეიტინგში - რომელ ადგილზეა რომანი

ავტორი
ჯეკ ჰერმანსონის დამარცხების შემდეგ რომან დოლიძე UFC-ს რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.
ნორვეგიელი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ დოლიძემ ირმის ნახტომი შემოგვთავაზა - მე-20 პოზიციიდან 12 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-8 ადგილზეა.
არსებობს ვარაუდი, რომ დოლიძემ მომდევნო ბრძოლა დერეკ ჰამსონის წინააღმდეგ გამართოს, რომელიც რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა, მისი დამარცხების შემთხვევაში კი რომანი ქამრისთვის ბრძოლაში დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ცნობისთვის, დოლიძეზე წინ ქართველებს შორის რეიტინგში მხოლოდ მერაბ დვალიშვილია.
ტეგები:
Facebook კომენტარები