გათიშვა

"ჩემი ყველაზე ძლიერი მეტოქე ის იყო" - ლამინ იამალის ინტერვიუ

"ჩემი ყველაზე ძლიერი მეტოქე ის იყო" - ლამინ იამალის ინტერვიუ
4 დღის და 21 1 საათის წინ
ირაკლი ხასაია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა იტალიური Tuttosport-ის მიერ დაწესებული ჯილდო, "ოქროს ბიჭუნა" მოიგო, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა ხოლმე.

იამალმა პრიზი "მონჟუიკს" გუშინ წარუდგინა, დღეს კი მის მიერ გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"ჩემი მიზანია, რომ სანამ 21 წლის გავხდები, ესპანეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო, ხოლო "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ორგზის გამარჯვებული გავხდე."

"თუ "ბარსაში" ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ, ეს გამიზრდის შანსს, რომ ის ინდივიდუალური პრიზი მოვიგო, რომელიც ფეხბურთელის კარიერის გვირგვინია - ოქროს ბურთი. ფეხბურთელს არ გადაეცემა ინდივიდუალური ჯილდო, თუ გუნდურ ტიტულს ვერ სწვდება. შესაბამისად, გუნდური წარმატება ინდივიდუალურ წარმატებას მიმაახლოვებს."

"ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე, ვინც ჩემს კარიერაში შემხვედრია? დავიდ რაუმი."

"ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იშრომონ, არასდროს დანებდნენ და თავიანთი ოცნების ასახდენად იბრძოლონ. ისინი პოზიტიურები უნდა იყვნენ და სიამოვნება მიიღონ, რადგან ფეხბურთი უბრალოდ თამაშია. მიუხედავად ამისა, როგორც ერთი გამოთქმა ამბობს, ვინც ჩერდება, მარცხდება."

შეგახსენებთ, რომ იამალისთვის 2024 წელი დასრულებულია. კატალონიურ გუნდს იგი 3-4 კვირით გამოაკლდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ლამინის მონაგარი 6 გოლი და 12 ასისტია.

FACEBOOK კომენტარები