"ბარსელონა" "მონაკოს" მარცხენა მცველით, კაიო ენრიკეთი ინტერესდება, - იუწყება Diario AS.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი, დეკუ კაიოს საკმაოდ დიდი ხანია აკვირდება. წყაროს თანახმად, ტრანსფერი შეიძლება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე შედგეს.
თუ "ბლაუგრანასა" და მონეგასკებს შორის შეთანხმება ზამთარში შედგა, კლუბს იგი იჯარით შეუერთდება, ზაფხულში კი გამოისყიდიან.
ცხადია, 27 წლის ფეხბურთელი ალეხანდრო ბალდეს პირდაპირი კონკურენტი იქნება. მაშასადამე, სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრაზილიელსა და ესპანელს შორის დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში კაიომ 1 ასისტი მიითვალა.