"ბარსელონა" 2025 წლის პრესეზონს აზიაში გეგმავს, - იუწყება SPORT. წყაროს თანახმად, კატალონიელები ორ მატჩს იაპონიაში ჩაატარებენ, ორ შეხვედრასაც კი სამხრეთ კორეაში ითამაშებენ.
როგორც ირკვევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზეც, რომ "ბლაუგრანამ" ერთი ამხანაგური მატჩი აზიაში სეზონის ბოლოსაც გამართოს.
მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
სხვათა შორის, ერთ-ერთი მეტოქე, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" წინასასეზონო პერიოდის ფარგლებში შეიძლება შეხვდნენ, მერსესაიდული "ლივერპულია".
ეს იქნება "ლივერპულისა" და "ბარსას" პირველი დაპირისპირება 2019 წლის შემდეგ. ამ გუნდების უკანასკნელი ჯახში "სქაუზერებმა" 4:0 მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწიეს და იქ ლონდონის "ტოტენჰემი" დაამარცხეს.