გავლენინი ბრუტანული გამოცემის, BBC-ის რედაქტორმა, ჯეფ დოილიმ "ვოტფორდის" ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა:
"დივიზიონის სეზონის სიმბოლური ნაკრების დასახელების დროც მოდის და თუკი ვინმე იქ უოტფორდიდან მოხვდება, ეს გიორგი ჩაკვეტაძეა. ის მთელი სეზონი საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქე გუნდებისთვის, მისი ცუდი თამაშების ჩამოთვლა ცალი ხელის თითებზეა შესაძლებელი.
ის ჩემპიონშიპში ლიდერობს ბურთით დისტანციის დაფარვის სტატისტიკაში, თანაც ძალიან უსწრებს უახლოეს კონკურენტს. გიორგიმ ბურთით 10 276 მეტრი დაფარა, ხოლო მე-2 ადგილზე მყოფმა ჯო როდონმა ლიდს იუნაიტედიდან - 8 427 მეტრი. ასევე ვერტიკალური წინსვლით ის პირველია - 5 839 მეტრი (მე-2-ზე აქაც ჯო როდონია - 5 148). ორივე შემთხვევაში, ჩაკვეტაძე დივიზიონის ლიდერია მისი სტარტიდან დღემდე.
მისი ეს უპირატესობა აისახება საგოლე მომენტების შექმნაში - 73 სეზონში. ამ მაჩვენებლით გიორგი მეორე ადგილზეა, მხოლოდ მიდლსბროს ფინ აზაზი უსწრებს 77 საგოლე შანსით. ეს სტატისტიკა ძალზე შთამბეჭდავია. როცა ჩაკვეტაძე ბურთითაა, ის საუკეთესოა დივიზიონში და ყველაზე ხშირად გადადის მინდვრის ბოლო მესამედში.
ტომ კლევერლიმ ერთხელ ის მანჩესტერ სიტის ჯეკ გრილიშს შეადარა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ბურთს ის უკეთ ფლობს, ვიდრე გრილიში, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრი სხვა ნიუანსით სჯობს გიორგის. გრილიშის გუნდელი სავინიო უკეთესი ვარიანტია ჩაკვეტაძესთან შესადარებლად.
შემდეგ, უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად ჩაკვეტაძემ უნდა მოუმატოს ფინალურ ელემენტში - გოლებსა და საგოლე პასებში. ის უამრავ შანსს ქმნის, ასე რომ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკეთეს გუნდში, უკეთეს ფორვარდებთან ერთად, მისი საგოლე პასების რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა? ცოტა საკამათო საკითხია, თუმცა ერთი რამ არ არის საკამათო და ამაში თავად გიორგის მწვრთნელებიც გვეთანხმებიან - მან ბევრი უნდა იშრომოს, რომ მეტი გოლის გატანა შეძლოს.
ასეთი ტალანტის ფეხბურთელისთვის, 38 დარტყმიდან 2 გოლი არასაკმარისია. შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, მისი დარტყმის ტექნიკის სიძლიერეში, თუმცა კლევერლი ფიქრობს, რომ აქ მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია, სწორედ ის, რაზეც მწვრთნელი და ფეხბურთელი ბევრს მუშაობენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩაკვეტაძე პრემიერლიგის ფეხბურთელი გახდება, მაგრამ ის გუნდები, რომლებიც მას, ალბათ, ახლაც აკვირდებიან, შესაძლოა, გოლების სიმწირის გამო ორჭოფობენ. შესაძლოა, სწორედ ამ სტატისტიკამ გადაწყვიტოს სეზონის ბოლოს, რა დონის გუნდში ითამაშებს გიორგი შემდეგ სეზონში.
რაც უნდა იყოს ამ სეზონში ჩაკვეტაძე მაინც მოხვდება ჩემპიონშიპის საუკეთესო 11-ეულში, თუმცა სეზონის საუკეთესოს ტიტულისთვის სხვები იბრძოლებენ".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
