"ბარსელონას" სურს, რომ ლამინ იამალი მოედანს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩისთვის დაუბრუნდეს, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიურმა გრანდმა უკვე მიმართა გარკვეულ ზომებს 17 წლის შემტევის ტრავმის მოშუშების დასაჩქარებლად.
ლამინს სპეციალური ფეხსაცმელიც აცვია, რათა მისი დაზიანებული კოჭი დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ იამალმა ტრავმა "ლეგანესთან" მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 19-ნომრის მონაგარი 6 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალს, იქ "ბარსა" ბილბაოს "ატლეტიკს" 8 იანვარს დაუპირისპირდება.