"ბარსელონას" შეტევის გაძლიერება უნდა და კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი შემტევი, მარკუს რაშფორდი მოსწონთ, - იუწყება SPORT.
მთავარი ფაქტორები, რატომაც "წითელი ეშმაკების" გარემარბი კატალონიელთათვის საინტერესო ვარიანტია, მისი ნიჭიერება და მრავალმხრივობა გახლავთ.
მარკუსისადმი "ბლაუგრანას" ინტერესს ადასტურებს Sky Sports-იც. მიუხედავად ამისა, ინგლისელები ასევე დასძენენ, რომ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან "ბარსას" რაშფორდის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება.
არადა, "ემიუ" მზადაა, რომ თავისი აკადემიის აღზრდილს 2025 წლის ზაფხულში შეელიოს.
რაშფორდს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 55 მილიონ ევროდაა შეფასებული. 27 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 ასისტი აქვს აქტივში.