როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს ვლადიკავკაზის "ალანიაში" ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი გამოეხმაურა.
"საქართველოს ახალ პრეზიდენტზე 2 სიტყვას ვიტყვი. მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა.
"როდესაც ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო, თავი ყოველივე საუკეთესოდ წარმოაჩინა.
"მიშა როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო.
"კახა კალაძე, ყაველაშვილი... ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ", - თქვა ვალერი გაზაევმა.