გათიშვა

"ბარსას" 2 ფეხბურთელი აუცილებლად დატოვებს

"ბარსას" 2 ფეხბურთელი აუცილებლად დატოვებს
4 დღის და 16 საათის წინ
ირაკლი ხასაია

ანსუ ფატისა და ერიკ გარსიას "ბარსელონადან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, - იუწყება ჟურნალისტი ალბერტ ფერნანდესი.

წყაროს თანახმად, ესპანელმა ფეხბურთელებმა "ბლაუგრანა" შეიძლება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვონ. თუ ეს არ მოხდა, ისინი ზაფხულში გამოიცვლიან გუნდს.

ერიკსაც და ანსუსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მეორეხარისხოვანი როლი აქვთ. გარდა ამისა, მათ ხშირად აწუხებთ ტრავმებიც.

22 წლის თავდამსხმელმა ნოემბერში ჰამსტრინგის კუნთი დაიზიანა, რის მერე მოედანზე არც გვინახავს. არადა, ცნობილია, რომ ანსუ უკვე ერთი კვირაა, მწყობრში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, გაყიდიან თუ კვლავ გაანათხოვრებენ "ლა მასიელებს". აქვე ვთქვათ, რომ გარსიას "ჟირონას" უკავშირებენ ხოლმე, ხოლო ფატის - "სევილიას".

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ