გათიშვა

კანსელუს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა

კანსელუს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
1 კვირის და 2 დღის წინ
ირაკლი ხასაია

ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა, - ირწმუნება SPORT.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელ ფლანგელს თავის ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ აქვს კონტაქტი და "ბლაუგრანაში" სათამაშოდ ნებისმიერ მსხვერპლზე წამსვლელიცაა, თუმცა ფინანსური ბარიერი შეიძლება გადაულახავი გამოდგეს.

პორტუგალიელი განაპირა მცველი ახლა "ალ ჰილალში" ასპარეზობს. არაბებმა მის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" 20 მილიონი ევრო გადაუხადეს, კანსელუს კი სოლიდური ხელფასი დაუნიშნეს.

მართალია, 30 წლის ფეხბურთელი მზადაა, რომ ანაზღაურება საკუთარი ინიციატივით შეიმციროს, თუმცა საკითხავია, თავად "ბარსას" თუ უნდა კანსელუს დამატება. მოარული ხმების მიხედვით, კლუბი აქცენტის გაკეთებას უფრო ახალგაზრდა მოთამაშეზე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კანსელუ 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონას" ღირსებას იჯარის წესით იცავდა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, "ალ ჰილალის" მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში მან 1 გოლი და 8 ასისტი მიითვალა. არაბებთან კონტრაქტი ჟოაუს 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.

FACEBOOK კომენტარები