ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტული წყარო ადასტურებს, რომ "ბარსელონა" ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალურ მცველს, ჯონათან ტას ელაპარაკება.
ფაბრიციო რომანოს თქმით, მოლაპარაკებები პროგრესირებს.
BILD-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ამბობს, რომ "ბლაუგრანა" 29 წლის უკანახაზელის დასამატებლად ყველაფერს აკეთებს.
Mundo Deportivo-ს როხერ ტორელო შეთანხმებას პრაქტიკულად მიღწეულად მიიჩნევს.
"ბლაუგრანა" გერმანელს 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. იგი "ბაი არენადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვა. არაა გამორიცხული, შეთანხმება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე გაოფიციალურდეს, თუმცა ჯონათანი გუნდს მაინც ზაფხულში შეურთდება.