გათიშვა

ოლმო შეიძლება უფასოდ წავიდეს - "ბარსას" დრო ეწურება

ოლმო შეიძლება უფასოდ წავიდეს - "ბარსას" დრო ეწურება
6 დღის წინ
ირაკლი ხასაია

ბარსელონას კომერციულმა სასამართლომ "ბარსელონას" მოთხოვნა დანი ოლმოს ლა ლიგაში დარეგისტრირებაზე უარით გაისტუმრა.

"ბლაუგრანას" 26 წლის ვარსკვლავის ლა ლიგაში დასარეგისტრირებლად დრო 31 დეკემბრამდე აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ლა ლიგის წინააღმდეგ ახალ სარჩელს უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში, 30 დეკემბერს შეიტანს.

ჟურნალისტ ალფრედ მარტინესს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ესპანელის დასარეგისტრირებლად სახსრების მოძიების განსხვავებულ ხერხებზე ფიქრობენ. ერთი ვარიანტი "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილებზე უფლებების გაყიდვაა, მეორე კი - ხელმძღვანელობის წევრების მიერ ფინანსური გარანტიების საკუთარი ჯიბეებიდან გაღება.

პარალელურად, SPORT წერს, რომ თუ "ბარსელონა" ოლმოს წლის ბოლომდე ვერ დაარეგისტრირებს, მას კატალონიელთა უფასოდ დატოვება შეეძლება.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსამ" აუცილებლად უნდა იჩქაროს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში დანის 6 გოლი აქვს გატანილი.

FACEBOOK კომენტარები