ბუდუ ზივზივაძის დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი შვილის ბავშვობა გაიხსენა:
"ბუდუს ბავშვობა რთულ 90-იან წლებში იყო. რა თქმა უნდა, გამორჩეულად უყვარდა და უყვარს ახალი წლის დღესასწაული. ნაძვის ხის აწყობაში დიდი სიხარულით ერთვებოდა. ახლა იმ წლების სიმძიმე ღმერთმა ნუღარავის გამოგვაცდევინოს...
ბაღში საახალწლო ზეიმი რომ ჰქონდა, უხაროდა, დღეს თოვლის ბაბუა მოვა და საჩუქრებს მოგვიტანსო. რომ წამოიზარდა და ერთ დღეს მამამისმა ბუდუს და მის დას ჰკითხა, რა გინდათ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო? ბუდუმ უპასუხა, ვიცი, თოვლის ბაბუა ვინც არის, კომპიუტერი გვიყიდეო. მაშინ შევძელით ამ სურვილის ასრულება.
საახალწლო სუფრიდან გამორჩეულად უყვარს გოზინაყი და ფხალეულის ასორტი. მას შემდეგ, რაც საქართველოდან შორს ყოფნა უწევს, ქართული გემოები სულ სხვაგვარად დააფასა. როცა საქართველოში ჩამოდის, მისთვის საგანგებოდ ვამზადებ ქათმის ჩახოხბილს ნიგვზით და ნამცხვარს - "ზღაპარი". აუცილებელი პირობაა, ჩემი გამომცხვარი იყოს.
მეკვლედ სულ დადიოდა. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი წესი, 12 საათი რომ შესრულდება, ბუდუს სახლიდან ვუშვებთ, ის ყოველთვის ჩვენი მეკვლეა, შინ ტკბილეულით დახუნძლული შემოდის, ტრადიციული სიტყვებით: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ