ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი სასიხარულო იყო, სახეზე გვაქვს - ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და მინიმუმ მერვედფინალში თამაში არ უნდა გაუჭირდეს.
კვარაცხელიას გუნდმა ლიგის ფაზის ეტაპი მე-15 ადგილზე დაასრულა, წესების თანახმად კი 31 იანვარს (15:00 სთ) წილისყრაზე ის უნდა გაირკვეს, 1/16 ფინალში პარიზელები და მე-16 ადგილზე გასული "ბენფიკა" მე-17 და მე-18 ადგილზე გასულ ფრანგულ კლუბებს, "მონაკოსა" და "ბრესტს" როგორ გადაინაწილებენ.
პსჟ-ს გზა
ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს 1/8 ფინალში ველით(წილისყრა 21 თებერვალს), სადაც მათი მეტოქე
"ბარსელონა" ან "ლივერპული იქნება.
პსჟ განთესილია და 1/16 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო მოედნის უპირატესობა ექნება - 11 ან 12 თებერვალს სტუმრად, ერთი კვირის შემდეგ კი შინ ითამაშებს.
ხვიჩა "ბარსელონას" წინააღმდეგ
1/16 ფინალში გამოვარჩევთ "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას მადრიდის "რეალთან" ან "ბაიერნთან" და "მილანისა" და "იუვენტუსის" შესაძლო შეხვედრებს. აღსანიშნავია ფრანგული "ლილის" პირდაპირ რვა საუკეთესო გუნდსა და მერვედფინალში მოხვედრა.
შეგახსენებთ, გასულ ორ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ასპარეზობას ჯერ "მილანმა", შემდეგ კი "ბარსელონამ" გამოთიშა. "კვარას" პარიზელებთან ერთად ახლა უფრო შორს ველით!..
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
