ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოსთან“ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - მიზეზი ცნობილია ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოსთან“ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - მიზეზი ცნობილია » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოსთან“ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - მიზეზი ცნობილია
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოსთან“ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - მიზეზი ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოსთან“ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - მიზეზი ცნობილია
11 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

7 თებერვალს (თბილისის დროით, უკვე 8 თებერვალს 00:05-ზე) პარი სენ-ჟერმენი "პარკ დე პრენსზე" ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში მონაკოს უმასპინძლებს. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის აშკარა ფავორიტია - ის მონაკოს (მე-3 ადგილი) 13 ქულით უსწრებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ მარსელს - 10 ქულით.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე სასტარტო 11-ეულში არ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას დაყენებას. გამოცემის აზრით, რომელიც სანდო წყაროა, როცა საქმე პსჟ-ს ეხება, ესპანელი მწვრთნელი წინ დუე-დემბელე-ბარკოლას ტრიდენტს დააყენებს, ხოლო ხვიჩა შეცვლიდან ჩაერთვება თამაშში. 

პსჟ (სავარაუდო): დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, ლი - დუე, დემბელე, ბარკოლა.

მართალია Le Parisien მართლაც სანდო წყაროა, მაგრამ ლუის ენრიკე ხშირად სთავაზობს მედიას სიურპრიზებს და მისი სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი საქმე ნამდვილად არ არის.

ამასობაში გაირკვა პსჟ-ს მეტოქე საფრანგეთის თასის ¼ ფინალში. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა მერვედფინალში ლე მანის წინააღმდეგ. ახალი მეტოქე სტად ბრიოშენია. მე-4 დივიზიონის სამოყვარულო კლუბმა ამ სეზონში უკვე გამოაგდო თასიდან ლე ავრი და ნიცა.

11 თებერვალს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ელის სტუმრად ბრესტთან. დღეს ფრანგულმა გრანდმა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დაამატა. ასე რომ, მას ბრესტთან თამაშის უფლება აქვს. 

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ