ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთ ლეგენდასთან, რომარიოსთან ინტერვიუში დაასახელა თავის კარიერაში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი პარტნიორები.
„საუკეთესონი იყვნენ რონალდინიო ნაკრებში და ზიდანი საკლუბო დონეზე. ზიზუს უმაღლესი კლასი ჰქონდა, ის სულ სხვა იყო, ძალიან ტექნიკური, ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებდა“, – განაცხადა „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელმა.
ამის შემდეგ რომარიომ რონალდოს ჰკითხა, ვინ იყო ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში უთამაშია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი, დანიელი ტომას გრავესენი დაასახელა.
„ის მართლაც კარგი ბიჭი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მაგრამ ფეხბურთში ძალიან ცუდი იყო, თამაშობდა უხეშად და მეტოქეებს ძლიერად ურტყამდა ფეხებში“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები გაზეთ Marca-ს.
ყოფილი ფორვარდის თქმით, მის დროს ბრაზილიის ნაკრებში ტექნიკურად ყველზე სუსტი იყო ამარალი – საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც 1995-96 წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა.
„ის ბევრს დარბოდა, მაგრამ მეტოქეს 10-ჯერ ართმევდა ბურთს და ცხრაჯერ კარგავდა“, – იხუმრა რონალდომ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ