ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე გაიმართება.
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის შედეგად, ამ დროისთვის, შეზღუდვა, პირველი იარუსის თვრამეტი სექტორიდან მხოლოდ ექვს სექტორს ეხება. შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე.სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში, ახალი სქემის დამუშავების შემდეგ გავავრცელებთ.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“.
საქართველო-სომხეთის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას თბილისი 23 უმასპინძლებს. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.
მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ