მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმერებით შეხვედრაში "პსჟ" "ლივერპულს" "ენფილდზე" ესტუმრება.
პარიზელებს ერთბურთიანი სხვაობა აქვთ აღმოსაფხვრელი.
მატჩის წინ "ლივეპრულის" თავკაცმა არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა:
"პარიზელთა კარგმა თამაშმა საერთოდ არ გამაკვირვა. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. საკმარისზე მეტი დრო მქონდა და „პარი სენ ჟერმენის“ ბევრი შეხვედრა ვნახე, მოხიბლული დავრჩი ინტენსივობით, ერთიანობით და მოედნის ცენტრში ცვლილებებით. ზოგიერთი ამბობდა, რომ ცუდად ვითამაშეთ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მეტოქემ წარმოუდგენლად ითამაშა. ასეთ გუნდს ამ სეზონში არ დავპირისპირებივართ. თუმცა, მიმაჩნია, უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია და ეს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა დავამტკიცოთ.
დიახ, პსჟ ყველაზე სრულყოფილი გუნდია, რომელსაც მიმდინარესეზონში შევხვდით. „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ძალიან დავჯაბნეთ, მაგრამ პსჟ მათ ინტენსივობითა და კლასით ძალიან სჯობია. მაღალი დონე აქვთ და ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ის გუნდს ისე თამაშის უფლებას აძლევს, რომ მათთან დაპირისპირება ადვილი არ არის. ყოველი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს და მისი ხელმძღვანელობით გუნდი საოცრად შრომისუნარიანია. აი, რატომ გვმართებს საუკეთესოდ გარჯა“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
