ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ორივე მატჩის შესანიშნავად ჩატარების შედეგად, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის მიმდინარე სეზონში პირველად დასახელდა და თანაც ათეულში მოხვდა, - ამის შესახებ msn იტყობინება.
„პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულთან“ სახლში და სტუმრად იმდენად მაღალ დონეზე იასპარეზა, რომ ისტორია დაწერა.
მოცემულ მომენტში, როდესაც პრიზის მოგებისთვის ბრძოლაში კანდიდატებზე ვსაუბრობთ, „კვარადონა“ ლიდერებს შორის არ არის, მაგრამ თუ "პარი სენ ჟერმენი" ტურნირზე წარმატებულ გზას განაგრძობს, დიდი ალბათობით, სიტუაცია შეიცვლება. ამ სიაში შეყვანას პარიზული გუნდის ნახევარდაცვის დიდებული ტრიოდან
(ვიტინია, ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი) ნებისმიერი დაიმსახურებს.
თუმცა, კვარაცხელია, შესაძლოა, ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე შთამბეჭდავი და უნიკალური შემტევია და შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ ბოლო შეხვედრებში ქართველის თამაშმა, როდესაც ინდივიდუალურად გენიალურად მოქმედებს და გამარჯვების მომტან მომენტებს ქმნის“.
2025 Ballon d’Or-ის რეიტინგის პირველი ათეული
1. რაფინია (ბარსელონა)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი)
5. უსმან დემბელე (პსჟ)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. ლამინ იამალი (ბარსელონა)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ