საფრანგეთის 26-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ლე ავრი" 4:2 დაამარცხა. ლიონელთაგან პირველი გოლი 22-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 31-ე წუთზე კვლავ თერთმეტმეტრიანიდან გავიდა გოლი, ოღონდ ამჯერად "ლე ავრის" რიგებიდან აბუდალიე ტურემ გაიტანა, 45+1-ზე სტუმრები იოსე კასიმირმა წინ გაიყვანა.
ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში 77-ე წუთზე ჩაერთო და მთავარი ამბებიც დაიწყო!! ჟორჟმა შემოსვლიდან 1 წუთში შედეგიანი გადაცემა მალიკ ფოფანაზე გააკეთა, 82-ე წუთზე თავად გაიტანა, 90+6 წუთზე კი ტიაგო ალმადასაც გაატანინა გოლი.
გიორგი მიქაუტაძემ როგორც უკვე გითხარით არასრული 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 გოლს და 2 ასისტს მოუყარა თავი, ამით კი მან ყველაზე მაღალი შეფასება 9.4 დაიმსახურა (Sofascore). ჟორჟმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და შედეგიანად, ბურთს 10-ჯერ შეეხო, 6-დან 5 გადაცემა ზუსტად შეასრულა.
მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ჩემპიონთა ლიგის ზონას ჩამოვრჩებით და ზუსტად ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, როგორც დღეს ყველა მომდევნო თამაშში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. 9 ნომერი ჩემთვის ყველაზე სასურველი პოზიციაა, ბავშვობიდან ამ პოზიციაზე ვთამაშობ.
როგორც შარშან, ასევე მანამდეც როდესაც სხვა კლუბებში ვთამაშობდი, ყოველთვის მიყვარდა თანაგუნდელებზე საგოლე გადაცემების გაკეთება. ეს აჩვენებს, რომ გულუხვი ადამიანი ვარ და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და გვსურს ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება უფრო შორს წავიდეთ. ძალიან კარგი გუნდი ვართ, ჩვენ ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ