ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის წინ კომენტარი სომხეთის ნაკრების ლეგიონერმა, გევორქ არუთინიანმა გააკეთა:
"ჩვენ დიდი ინტერესით ველით ამ მატჩებს. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ეს კავკასიური დერბის ტიპის დაპირისპირებაა. ჩვენ ძალიან გვინდა გამარჯვება," – დაასრულა მან.
აღსანიშნავია, რომ იანვარში 20 წლის არუტიუნიანი კრასნოდარიდან პუშკაშ აკადემიაში გადავიდა 1 მილიონ ევროდ.
სომხეთის ნაკრებმა უკვე დაიწყო მზადება მატჩებისთვის. პირველი შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ 20 მარტს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაში 23 მარტს თბილისში, დინამო არენაზე ჩატარდება.