საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა » Footballnews საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გათიშვა

საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
11 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ანალიტიკურმა პორტალმა WhoScored-მა საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოთხი მოთამაშე მოხვდა: 

მეკარე გიორგი მამარდაშვილი (რეიტინგი – 7.9), ნახევარმცველები გიორგი ქოჩორაშვილი (7.8) და გიორგი ჩაკვეტაძე (7.6), ხოლო საუკეთესო შეფასება გიორგი მიქაუტაძემ (8.8) მიიღო. 

„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა სომხეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა და არა მხოლოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, არამედ სათამაშო დღის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოხვდა.

FACEBOOK კომენტარები