სომხეთის ნაკრებისა და „კაიზერსლაუტერნის“ თავდამსხმელი, გრანტ-ლეონ რანოსი, საქართველოსთან ერთა ლიგის საპასუხო შეხვედრამდე ეროვნული გუნდიდან წავიდა. ამის შესახებ სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა ავხსნა შექმნილი ვითარება ერთ-ერთი ფეხბურთელთან დაკავშირებით. გრანტ-ლეონ რანოსმა გუნდი დატოვა. მან მითხრა, რომ თუ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა, წასვლას ამჯობინებდა.
სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. სასტარტო შემადგენლობის შერჩევა მხოლოდ მწვრთნელის პრეროგატივაა და არა ფეხბურთელის.
ფაქტია, რომ მან გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომდევნო მატჩში ვერ მიიღებდა მონაწილეობას“, – აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრა 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
