ვეტერანმა სომეხმა ფეხბურთელმა არას ოზბილიზმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2023 წელს ჩამოჰკიდა, საქართველოს ნაკრებთან განადგურების შემდეგ, ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია მწვავედ გააკრიტიკა.
ის 2023 წელს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ამჟამინდელ პრეზიდენტ არმენ მელიქბექიანს ვერ აჯობა.
"წელიწადი და სამი თვის წინ მე ვიყარე კენჭი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, ვიცოდი, რომ შანსი არ მქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, მაგრამ აღარ გავჩუმდები, რადგან თქვენ ანადგურებთ ჩვენს ფეხბურთს.
ისინი ამბობდნენ, რომ მე მართვის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თქვენ თითონ ხართ ამ
ასპარეზზე დამარცხებულები. ფეხბურთში შეიძლება მოიგოთ ან წააგოთ, მაგრამ ეს მარცხი არის შედეგი იმისა, რაც დიდი ხანია ხდება სომხურ ფეხბურთში", - თქვა ოზბილიზმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.
ოზბილიზი ამჟამად სომხურ კლუბ "ურარტურს" სტრუქტურაში მუშაობს. მას ეროვნული ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში აქვს მორგებული და 6 გოლი გატანილი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
