პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ, ფრანგული პრესა აქტიურად წერდა, რომ პარიზელები ზაფხულში ვიქტორ ოსიმენსაც შეიძენდნენ და ნეაპოლური დუეტი აღდგებოდა. თუმცა, არსებობს საკმაოდ ობიექტური მოსაზრება, რომ ფრანგები ნიგერიელ ფორვარდს არ გაიფორმებენ და ამის მიზეზი ლუის ენრიკეა.
ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ლუის ენრიკეს ვიქტორ ოსიმენის ცხოვრების სტილი არ მოსწონს. ნიგერიელს ღამის კლუბებში გართობა უყვარს და ხშირად შარშიც ეხვევა ხოლმე. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ სამირ ნასრიმაც ისაუბრა:
„ლუის ენრიკემ ოსიმენის შეძენაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვა. მან უკვე დაბლოკა ვიქტორის ტრანსფერი. ამის მიზეზი ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაა, რომელიც ღამის წვეულებებს მოიცავს...“ - ამბობდა ნასრი Canal+ის ეთერში.
ენრიკეს თავისი გუნდის სრული კონტროლი უყვარს. სატრანსფერო საკითხებსაც ის აკონტროლებს და თუ ვინმე არ მოსწონს, გუნდი მას არ შეიძენს. ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი და დადასტურდება, თუ არა ფრანგული პრესის მოლოდინი. თუ, ყველაფერი ასე მოხდა, პსჟ-ს ზაფხულში ცენტრფორვარდის ძიება სხვა მიმართულებით მოუწევს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
