2017 წელს ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.
საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:
"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".
"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა,
მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!
ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ