დღეს "პსჟ"-მ ოფიციალურად გაიფორმა საფრანგეთის ჩემპიონობა. ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარიზელებმა საკუთარ მოედანზე "ანჟე" მიიღეს და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. 6 ტურით ადრე, პსჟ-ს ვეღარავინ დაეწევა.
მატჩის ერთადერთი გოლი დეზირე დუემ კვარას ასისტით გაიტანა, ლუის ენრიკემ კი, თამაშის შემდგომ ინტერვიუზე, ქართველს კიდევ ერთხელ მიუძღვნა კომპლიმენტები..
გუნდმა აჩვენა ისეთი სიმწიფე, რომელიც არ შეესაბამება ასეთ ახალგაზრდა კოლექტივს. ეს არის მოქნილი და ძლიერი გუნდი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - ისევე, როგორიც იყო დღეს კვარაცხელია. თქვენ ნახეთ როგორ დიდებულად თამაშობდა ის თავდაცვით ფაზაში.
ახლა ჩემი იდეა, რომ მინდოდა მყოლოდა 11 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ყველა უტევდა და ამასთან ყველა თავს იცავდა, უტოპიურად აღარ გამოიყურება.
- განაცხადა ლუის ენრიკემ
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პსჟ-ს წაგება არ აქვს, ამიტომ დარჩენილ 6 ტურში პარიზელებისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება, მთავარი ყურადღება კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს დაეთმობა, სადაც მეტოქე "ასტონ ვილაა". პსჟ გასულია საფრანგეთის თასის ფინალშიც, ამიტომ გუნდი ტრებლის შესრულების შანსს ინარჩუნებს.
Belive
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
