გავლენიანი ნეაპოლური გამოცემა, "Areanapoli"-იმ ერთ-ერთ ბოლო სტატიაში "ნაპოლის" საჩემპიონო შანსები შეაფასა და კლუბიდან წასულ ვარსკვლავებზე გააკეთა აქცენტი:
"კვარაცხელიას და ოსიმენის დუეტი მოგონებაღაა, ახლა კონტეს მაგიაა, მაგრამ ძნელი სათქმელია, ეყოფა თუ არა „ნაპოლის“ სკუდეტოს მოსაპოვებლად ძალა და მოახერხებს კი ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას.
სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ინტერი“ „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, თუმცა უფრო რთული კალენდარი აქვს და თანაც, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. კონტემ ასეთ მოკლე დროში სასწაული მოახდინა, მეათე ადგილიდან გუნდი მეორეზე გადაიყვანა და ამ დროს არიან ისეთები, რომლებიც მომენტით დატკბობის ნაცვლად, ისევ კვარაცხელიას და ოსიმენს მისტირიან. მათ ეს ურჩევნიათ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ფინანსურად ნეაპოლური კლუბი, სამწუხაროდ, ევროგრანდებს ვერ შეედრება და იმ ფეხბურთელების დატოვება გაუჭირდება, რომლებმაც ერთხელ გაიბრწყინეს. მათ 7-8 მილიონი ევროზე მეტი წლიური გასმრჯელოს შეთავაზებით და გაურკვეველი წინადადებებით ვერ დააკავებ.
მაღალი დონის შესანარჩუნებლად მთავარი მძიმე შრომაა. რა თქმა უნდა, ამას გარდა, სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ფეხბურთელების მოძიებაა საჭირო, როგორებიც გილმორი, მაკტომინეი, ნერესი და ბონჯორნო არიან. შესანიშნავი იქნებოდა ციკლის ყველა წამყვანი მოთამასის შენარჩუნებით დაწყება, რაც ძნელია. დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ დე ლაურენტისი ჭკვიანურად მოიქცეოდა სკუდეტოს მოპოვებისთანავე „კვარა“ და ოსიმენი 230 მილიონ ევროდ რომ გაეყიდა, მაგრამ ამას მაშინ უმეტესობა არ დათანხმდებოდა. საღი აზრი და გულის ძახილი ხომ სხვადასხვა რამაა“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
