საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასული ტურის შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგის მიმდინარე სეზონში 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც “ლიონის” უახლეს ისტორიაში გამორჩეული შედეგი გახლავთ.
საგულისხმოა, რომ მიქაუტაძე ამ საუკუნეში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ლიონში” მსგავსი შედეგი დააფიქსირა.
ცნობისთვის, გიორგის კიდევ 4 ტური აქვს სათამაშო.