იყიდეთ ის! - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს საკუთარი მეგობრის ყიდვა ურჩია იყიდეთ ის! - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს საკუთარი მეგობრის ყიდვა ურჩია » Footballnews იყიდეთ ის! - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს საკუთარი მეგობრის ყიდვა ურჩია
გათიშვა

იყიდეთ ის! - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს საკუთარი მეგობრის ყიდვა ურჩია

იყიდეთ ის! - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს საკუთარი მეგობრის ყიდვა ურჩია
1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ურჩევს. 

პარიზული კლუბი შეტევის გაძლიერებას ზაფხულში ისევ "ნაპოლიდან" გეგმავს.

კვარაცხელია "პსჟ"-მ უკვე გადაიბირა 70 მილიონ ევროდ, ხოლო ოსიმენის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ეტაპობრივად იწყება.

აურელიო დე ლაურენტისი გასულ წელს ნიგერიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე ნაკლებს არ ითხოვდა, თუმცა ახლა მზადაა, მას 75 მილიონად შეელიოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პსჟ" ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია. 

ოსიმენს უკვე აქვს ლიგა 1-ის გამოცდილება, ხოლო პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი წარსულშიც ცდილობდა მის გადაბირებას.

FACEBOOK კომენტარები